არქივი17 მარტი, 2025, 12:33
ნათია მეზვრიშვილი: როგორც ჩანს, „ოცნებამ“ გადაწყვიტა სასამართლო სხდომების დახურვა

"როგორც ჩანს, „ოცნებამ“ გადაწყვიტა სასამართლო სხდომების დახურვა. 2025 წლის 06 მარტს „საინტერესო“ საკანონმდებლო წინადადება აქვს დარეგისტრირებული ვინმე ავთანდილ კახნიაშვილს, სისხლის სამართლის საქმეთა ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების აკრძალვის თაობაზე. საკანონმდებლო წინადადების ტექსტი აშკარად „ოცნების“ ოფისშია დაწერილი“ - წერს სოციალურ ქსელში „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.