ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნათია კუპრაშვილი: დამირეკეს, დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ ბინასთან მელოდებიან, პირდაპირი მუქარაა - საჯარო განცხადებაც საკმარისი უნდა იყოს, რომ გამოძიება დაიწყონ

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, უცხო ნომრიდან უკვე მეოთხედ დაურეკეს და დაემუქრნენ.

ნათია კუპრაშვილის განცხადებით, უცნობმა პირმა, რომელიც ნომერზე ურეკავდა, მისი სახლის მისამართი დაუსახელა და უთხრა, რომ ბინასთან ელოდებოდა.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით უახლოეს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

„დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ მოვედი უკვე ბინასთან და ქვემოთ გელოდებითო. ცხადია [აქციას] უკავშირდება. მანამდე კიდევ 3 ზარი განხორციელდა. პირველი ზარი იყო უკრაინული ნომრიდან, შემდეგ უკვე დაახლოებით ათ საათიანი შუალედებით იყო 2 ზარი, გერმანიიდან.

მე ვფიქრობ, რომ ჩემი საჯარო განცხადებაც საკმარისი უნდა იყოს, რომ გამოძიება დაიწყონ. ამდენი ადამიანი საუბრობს ამაზე და მე ვფიქრობ, უკვე უნდა ჰქონდეთ გამოძიება დაწყებული და თვითონ უნდა მირეკავდნენ, მაგრამ ვაპირებ მე თვითონ დავუკავშირდე, შევიტან განცხადებას. როცა მისამართს გიცხადებენ და გეუბნებიან, რომ ქვემოთ გელოდებიან, ეს უკვე ჩვეულებრივი ზარი აღარ არის. პერსონალური ინფორმაციის გამოყენებით პირდაპირი მუქარაა“, - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.