მხარი დაუჭირე ეროვნულ ნაკრებს, ისარგებლე საქართველოს ბანკის Mastercard საგულშემატკივრო ბარათის შეთავაზებებით

21 და 26 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში მნიშვნელოვანი მატჩებია ჩანიშნული – საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს აქვს შესაძლებლობა, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზოს.
ამ შესაძლებლობის მოსაპოვებლად, 21 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ყაზახეთისა და საბერძნეთის შეხვედრის გამარჯვებულ გუნდთან მატჩს 26 მარტს გამართავს. სადაც, გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
, როგორც ფეხბურთის ნაკრების მთავარი მხარდამჭერი, ქომაგების ერთი გამოცდილების ქვეშ გაერთიანებას უწყობს ხელს.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის ინიციატივით და Mastercard-ის მხარდაჭერით, ექსკლუზიურად საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის შეიქმნა ციფრული Mastercard საგულშემატკივრო ბარათი, რომელიც მფლობელებს ფეხბურთის თემატიკაზე შექმნილ მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს.
ინიციატივის ფარგლებში, 21 მარტს გამართულ მატჩზე, Mastercard საგულშემატკივრო ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ შემდეგი შეთავაზებებით:
ქეშბექი fanshop.ge-ზე
თუ მატჩის ყურებას პირდაპირ ეთერში ან მოედნიდან აპირებთ, მაშინ ნაკრების ფორმა ის ატრიბუტია, რომელიც გუნდთან კიდევ უფრო მეტად დაგაახლოებთ. მის შესაძენად, შეგიძლიათ ეწვიოთ ოფიციალურ საგულშემატკივრო მაღაზიას – fanshop.ge-ს და Mastercard საგულშემატკივრო ბარათით გადახდისას მუდმივი 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ.
ამასთან, 26 მარტამდე Mastercard საგულშემატკივრო ბარათით გადახდისას იმოქმედებს დამატებით 50%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 50 ლარი).
ქეშბექი სასმელსა და საკვებზე
გარდა ამისა, მატჩის დროს სტადიონზე, Mastercard საგულშემატკივრო ბარათით გადახდისას, საკვებსა და სასმელზეც 50%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 50 ლარი) იმოქმედებს. ამ აქციით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რესპუბლიკის მოედანზე თამაშის ლაივ ჩვენების დროსაც.
ეროვნული ნაკრების მხარდაჭერა და თამაშის ლაივში ყურება Mastercard საგულშემატკივრო ბარათით კიდევ უფრო სასიამოვნოა!
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ Mastercard საგულშემატკივრო ბარათი, მის შესაკვეთად სულ რამდენიმე წუთია საჭირო. შეთავაზებებით სარგებლობა კი ბარათის გააქტიურებისთანავე იქნება შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ