მწვანე სივრცეების მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობაში

რას ნიშნავს ეკო სოციალური პასუხისმგებლობა, რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენს ყოველდღიურობაში და რა გავლენა აქვს სამყაროზე – ეს საკითხი ბოლო პერიოდში უფრო და უფრო აქტუალური ხდება. დედამიწაზე ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, შეძლონ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების პრევენცია. სამყაროს თითოეული მოქალაქის თვითშეგნების ხარჯზე, შესაძლებელი იქნება გარშემო გამწვანების ხარისხის კონტროლი და ამ მხრივ ცნობიერების ამაღლება. გარემოსდაცვითი პოლიტიკის დაგეგმვა სწორედაც რომ ინდივიდუალური განათლებით არის შესაძლებელი.
ამ მიმართულებით, საქართველოს ბაზარზე უკვე წლებია, მარადმწვანე დეკორითა და მწვანე სივრცეების პოპულარიზაციით „იოვერდე“ ოპერირებს. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, რომ ადამიანებმა მწვანე სივრცეები განსაკუთრებულად შეიყვარონ და უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ მიმართულებით.
ნინო იოსელიანი კომპანიის თანადამფუძნებელი, მარკეტოლოგია. მწვანე კომპოზიციების შექმნა მან ბარსელონაში დაიწყო, წარმატების კვალდაკვალ კი, გამოცდილება საქართველოს მოარგო. მისი თქმით, ბოლო წლებში ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაცია ძალიან აქტუალურია. ნინო საუბრობს ეკო სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ,,მაკდონალდსის,, ქსელის მწვანე კამპანიაა.

„ჩვენი დეკორი მზადდება ბუნებრივი მცენარეებისგან და სხვა დეკორატიული გამწვანებისგან განსხვავდება იმით, რომ მას არ სჭირდება მოვლა, მორწყვა და დაახლოებით ათი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ბუნებრივ იერსახეს. ეს სიახლე, რომელიც რამდენიმე წლის წინ საქართველოში შემოვიტანე, იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანებმა თამამად შეძლონ მწვანე გარემოს შექმნა როგორც ინტერიერში, ასევე, ექსტერიერში. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა დაინტერესება მწვანე ბუნებრივი დეკორის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ ეკოლოგიური პასუხისმგებლობა იზრდება ადამიანებში, კომპანიებსაც აქვთ სურვილი – იზრუნონ საკუთარ გარემოზე, თუმცა, მასშტაბურად მაინც უჭირთ ბიუჯეტის გაღება, არადა, გარემო – სადაც ადამიანები ქმნიან პროდუქტს და იწვევენ მომხმარებელს, არის მათი იმიჯი, სახე – რომელიც პირველ შთაბეჭდილებას აყალიბებს. ამ პერიოდის მანძილზე გამოვყოფდი „მაკდონალდსთან“ თანამშრომლობას – კომპანიასთან, რომელიც ეკომეგობრულია და ამ მხრივ არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. დღეის მდგომარეობით, ,,მაკდონალდსმა,, უკვე გაამწვანა ორი ობიექტი – ერთი თბილისში და მეორე ქუთაისში. ვაგრძელებთ თანამშრომლობას და მიხარია, რომ მისი სახით არის ნამდვილი მაგალითი ეკო სოციალური პასუხისმგებლობისა. ,,მაკდონალდს საქართველო“ ქმნის გარემოს, რომელიც ადამიანებს აძლევს მწვანე სიცოცხლისთვის დამახასიათებელ ენერგიასა და სიმშვიდეს.
თავად „მაკდონალდსის“ ქსელის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ელენე ბაღათურია კი აღნიშნავს, რომ „მაკდონალდს საქართველო,, მრავალი წელია, მწვანე მიმართულებით არაერთ ინიციატივას ნერგავს.
„მაკდონალდს საქართველო,, მრავალი წელია, მწვანე მიმართულებით არაერთ ინიციატივას ნერგავს და ზრუნავს როგორც სტუმრებზე, ასევე – დასაქმებულებზე. „იოვერდე“-სთან თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისისა და თბილისის (მარჯანიშვილის) „მაკდონალდსებში“ განთავსდა ეკომეგობრული ცოცხალი კედლები. მარადმწვანე დეკორის გამოყენებით, „მაკდონალდს საქართველო“ ქმნის გარემოს, რომელიც ადამიანებს აძლევს მწვანე სიცოცხლისთვის დამახასიათებელ ენერგიას, სიმშვიდეს. აღსანიშნავია, რომ ვერტიკალური ხავსის დეკორი ჰიპოალერგიულია და შთანთქავს ჰაერში მავნე აირების 30 %-ს. მოხარულები ვართ, რომ ამ სახით შევძელით, „მაკდონალდსის“ გარემოსთვის მეტი სიცოცხლე მიგვენიწებია და ასევე ყველასთვის შეგვეხსენებინა, რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში გარემოს მოფრთხილება“, – აცხადებს ელენე ბაღათურია.
მწვანე სივრცეების არსებობისა და ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მთავარ მიზანს წარმოადგენს როგორც ჯანსაღი ბუნების შენარჩუნება, ასევე – ზრუნვა ადამიანზე. მწვანე გარემო ადამიანის განწყობაზე ძალიან სასიამოვნოდ მოქმედებს, ხდის მას მეტად ენერგიულსა და ბედნიერს. უფრო მეტი ასეთი სივრცის არსებობა კი თავისთავად ნიშნავს აქტიურ და ხალისიან ყოველდღიურობას.