“მწვავედ მივმართე მხოლოდ იმ ემიგრანტებს, ვინც პროპაგანდირებს ყველაზე დიდ ღალატს – იყო მონა!” – ჭოხონელიძე

თამრიკო ჭოხონელიძე, რომლის გამოსვლიდან, სადაც იმ ემიგრანტებს მიმართავდა, ვინც “მონობას პროპაგანდირებს”, პროსახელისუფლებო მედიიდან ნაწყვეტი ისე გააშუქეს, თითქოს ყველა ემიგრანტზე, ამბობს:
ღრმად მწამს ჩემი თანამემამულეების (მათ შორის ჩვენი ძვირფასი ემიგრანტების) გონიერების, რომლებიც პოსTVის და,,იმედის” მიერ გამოქვეყნებულ დაჭრილ-დამონტაჟებულ ჩემს მიმართვას არ დაიჯერებენ! ეს იყო ცალსახა პროვოკაცია! მე მწვავედ მივმართე მხოლოდ იმ ემიგრანტებს, ვისაც გარანტირებული აქვს უდარდელი ცხოვრება, სოც.ქსელიდან კი პროპაგანდირებს ყველაზე დიდ ღალატს – იყო მონა! რეალურად სულ სხვას ვამბობ (არაერთხელ!) ღირსეული ქართველი ემიგრანტების მისამართით!კიდევ ვეტყვი – მიყვარხართ და მეამაყებით!