მცხეთაში „თიბისის“ ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდა იქნება შესაძლებელი

მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია „ს“ ნებისმიერი ბარათით. მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება, როგორც ფიზიკური ბარათით, ისე ციფრული საფულის მეშვეობით. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, თბილისის, ქუთაისის, გორის, ს, თელავის, ბაკურიანის, ბორჯომის, ს, რუსთავის, ზუგდიდის შემდეგ მცხეთა მე-11 ქალაქია, სადაც „თიბისის“ ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ.
„მცხეთაში, ისევე როგორც ქუთაისში, გორში, ფოთში, თელავში, ბაკურიანსა და ბორჯომში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ასევე ქალაქის სატრანსპორტო ბარათით. ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია „თიბისის“ ფილიალებში.
მცხეთაში „თიბისის“ ბარათებით გადახდისას შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს: მცხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის „თიბისი“ ბანკის მოსწავლის ბარათებით მგზავრობა უფასოა. ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე – „თიბისი“ ბანკის სტუდენტურ ბარათებზე მოქმედებს 50% იანი შეღავათიანი ტარიფი. შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში.
სატრანსპორტო ბარათის ღირებულება 2 ლარია და მისი შევსება შესაძლებელია „თიბისი ფეის“ სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომლებსაც აქვს ბარათის წამკითხველი.
ტრანსპორტში „თიბისის“ საბანკო ბარათით გადახდა ხორციელდება Offline რეჟიმში, რა დროსაც ბარათზე ნაშთის შემოწმება არ ხდება, ამიტომ შესაძლებელია ბარათი გადახდის მომენტში გავიდეს მინუსში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ