ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მშობლებიც ადრე დაეხოცა. მხოლოდ ერთი და ჰყავს... არის სახლში მარტო და თავისი შვილების სამყაროთი ცოცხლობს"

მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში მომ­ხდარ­მა შო­ვის ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. მდი­ნა­რე ბუ­ბის­წყლის ხე­ო­ბა­ში წარ­მოქ­მნილ­მა ღვარ­ცოფ­მა 35 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. მათ შო­რის, ორი მაშ­ვე­ლიც იყო - მათ გა­უ­ჭირ­დათ ამ უმ­ძი­მე­სი ემო­ცი­ე­ბის გა­და­ტა­ნა, და­ღუ­პუ­ლე­ბის მე­წყრის მა­სა­ში ძებ­ნა და აღ­მო­ჩე­ნი­სას დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ორი­ვე მათ­განს ინ­ფარ­ქტი გა­ნუ­ვი­თარ­და.

გია დუ­დაშ­ვი­ლი, თო­ჯი­ნით ხელ­ში, ტა­ლა­ხის მა­სა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის ძებ­ნი­სას ამ ტრა­გე­დი­ის სიმ­ბო­ლოდ იქცა. მე­უღ­ლი­სა და სამი შვი­ლის ერ­თად დამ­კარ­გავ­მა მა­მამ 2 წლის შვი­ლის, aნას­ტა­სი­ას თო­ჯი­ნა იპო­ვა და თან და­ა­ტა­რებ­და. გია დუ­დაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ნატო ჭე­ლი­ძე და უფ­რო­სი შვი­ლი, 7 წლის ლუკა ტრა­გე­დი­ი­დან მხო­ლოდ მე­ო­თხე დღეს იპო­ვეს, შემ­დეგ 4 წლის ან­დრია… სულ ბო­ლოს კი თო­ჯი­ნას პატ­რო­ნი, 2 წლის ანას­ტა­სია, რო­მე­ლიც მა­მამ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე 24 აგ­ვის­ტოს ამო­იც­ნო.

ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ალ­ბათ არა­ვინ მო­ი­ძებ­ნე­ბა, ვი­საც ამ დროს სამი შვი­ლის დამ­კარ­გა­ვი მა­მის­თვის ნუ­გე­შის მი­ცე­მა და გვერ­დით დგო­მა არ სურ­და. მაგ­რამ ეს სამ­წუ­ხა­როდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ მო­ი­ძებ­ნე­ბა არც ერთი სი­ტყვა, რო­მე­ლიც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფს ანუ­გე­შებს. არც თა­ვად უძებ­ნია. ამ მოკ­რძა­ლე­ბულ ადა­მი­ანს არა­ვის­თვის მი­უ­მარ­თავს, თა­ვი­სი ტრა­გე­დია ერთი სი­ტყვი­თაც არა­ვის­თვის მო­უხ­ვე­ვია. ვიდ­რე შვი­ლე­ბი ცო­ცხლე­ბი ეგო­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სთხოვ­და, რომ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ვერ­ტმფრე­ნი დრო­უ­ლად გა­ეგ­ზავ­ნათ.

ერ­თა­დერ­თი, რი­თაც ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, მთე­ლი ამ დრო­ის მან­ძილ­ზე გა­მოჩ­ნდა, თა­ვი­სი ანას­ტა­სი­ა­სათ­ვის და­ბა­დე­ბის დღის მი­ლოც­ვა იყო:

"ანას­ტა­სი­ას და­ბა­დე­ბის დღეა. სამი წლის გახ­დი. გი­ლო­ცავ ანას­ტა­სია", - წერ­და გია დუ­დაშ­ვი­ლი. მი­ლოც­ვი­სას მა­მი­კომ თა­ვის გო­გო­ნას გუ­ლე­ბი­ა­ნი მიკი მა­უ­სის ვარ­დის­ფე­რი ტორ­ტიც "აჩუ­ქა".

ჩვენ კი გია დუ­დაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი გვე­სა­უბ­რა. მან არ ისურ­ვა ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა, ჩვე­ნი სა­უბ­რით შვი­ლე­ბის დამ­კარ­გავ მა­მას ტკი­ვი­ლი არ გან­ვუ­ახ­ლოო...

- უმ­ძი­მეს თე­მა­ზე გე­სა­უბ­რე­ბით, ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­მაც ერთ წამ­ში და­კარ­გა ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­აჩ­ნდა. რო­გორ არის ბა­ტო­ნი გია. ალ­ბათ იცის, რომ მის­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა; სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობ­და, ენუ­გე­შე­ბი­ნა. ბევ­რი იმა­საც დარ­დობ­და, ოჯა­ხის წევ­რებს რომ ყვე­ლას იპო­ვის და დაკ­რძა­ლავს, მერე დად­გე­ბა მის­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე­ე­ბიო...

- სამ­წუ­ხა­როდ, სი­მარ­თლეს წერ­დნენ. ასეთ უბე­დუ­რე­ბებ­ში ადა­მი­ა­ნი თით­ქოს რა­ღაც მი­ზანს ხავ­სი­ვით ეჭი­დე­ბა და ეს აძ­ლე­ბი­ნებს. გიას ჯერ ის მი­ზა­ნი ჰქონ­და, რომ ცოლ-შვი­ლი მო­ე­ძებ­ნა და ამო­ეც­ნო. 11 დღე გაგ­რძელ­და ეს კოშ­მა­რი, ამა­სო­ბა­ში კი დრო გა­დი­ო­და. ამის შემ­დეგ დაკ­რძალ­ვაა სა­ჭი­რო და ამა­ზე ფიქ­რსაც დრო და ძალა სჭირ­დე­ბა. სა­ფიქ­რა­ლი და საზ­რუ­ნა­ვი დაკ­რძალ­ვის შემ­დე­გაც ბევ­რია: ვინც გიყ­ვარს, იმ ადა­მი­ა­ნებს იმ­ქვეყ­ნა­დაც ხომ სჭირ­დე­ბათ ზრუნ­ვა?!

ჰოდა, გი­ა­მაც იზ­რუ­ნა. ვერ გე­ტყვით, რა ძა­ლით ან რა­ტომ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი მის თავს, ეს აუხ­სნე­ლია, მაგ­რამ ის ცო­ცხა­ლია და ის უნდა გა­ა­კე­თოს, რა­საც სი­ცო­ცხლე ადა­მი­ანს სთხოვს. არა­და, მარ­ტოა, მშობ­ლე­ბიც კი ადრე და­ე­ხო­ცა. მხო­ლოდ ერთი და ჰყავს და ისიც ემიგ­რან­ტია, ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს ოჯახ­თან ერ­თად. რა თქმა უნდა, გიას დაც იყო დაკ­რძალ­ვა­ზე, და­დუ­მე­ბუ­ლი და გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი იჯდა; მაგ­რამ ის წა­ვი­და. და უნდა წა­სუ­ლი­ყო, ოჯა­ხი ჰყავს. იხილეთ სრულად

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.