მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე პოლიცია ცდილობდა, გზის ერთი ზოლი აქციის მონაწილეებისგან გაეთავისუფლებინა, თუმცა საბოლოოდ საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც აქციის მონაწილეების მსვლელობა მიმდინარეობს, პოლიცია გამოჩნდა, რასაც მარშის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
სამართალდამცველები ცდილობდნენ, მარშის მონაწილეებს მარჯვენა სანაპირო სრულად არ გადაეკეტათ, რათა ავტომობილებს გადაადგილების საშუალება ერთ ზოლზე ჰქონოდათ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “წადით, წადით”, სამართალდამცველები კი მათ მოუწოდებდნენ, რომ სავალი გზის ერთი ზოლი თავისუფალი დაეტოვებინათ.
“ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”, – ისმის მსვლელობის მონაწილეთა შეძახილები.
პოლიციის კორდონი გზის ერთ ზოლზე დადგა, რამაც გზაზე დარჩენილ ავტომობილებს ცალმხრივად გადაადგილების საშუალება მისცა, საბოლოოდ კი სანაპიროზე გზა სრულად გადაიკეტა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად