მსოფლიოს უდიდესი ქალაქი წყალში იძირება: მილიონობით ადამიანი საფრთხის წინაშეა

ვე­ნე­ცია იძი­რე­ბა, ასე­ვე რო­ტერ­და­მი, ბანგკო­კი და ნიუ-იორ­კი. მაგ­რამ არ­ცერ­თი ად­გი­ლი არ შე­ედ­რე­ბა ჯა­კარ­ტას – ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქა­ლაქს გა­მო­სავ­ლის პოვ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა 2030 წლამ­დე აქვს, შემ­დეგ ჯა­ვის ზღვის შე­კა­ვე­ბა გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

ინ­დო­ნე­ზი­ის დე­და­ქა­ლა­ქი მი­წისძვრის ზო­ნა­ში, ჭა­ო­ბი­ან ად­გი­ლა­საა აშე­ნე­ბუ­ლი. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­სარ­თავ­თან 13 მდი­ნა­რე ხვდე­ბა, ამი­ტომ ნი­ა­და­გი უფრო და­უც­ვე­ლია. ამას ემა­ტე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა და ცუდი ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბა. ქა­ლაქს არ გა­აჩ­ნია მილ­სა­დე­ნის წყლის სის­ტე­მა.

PT Air Bersih Jakarta – ს მფლო­ბე­ლი, კუ ენ­ტო­ნი სა­ლი­მი ქა­ლაქ­ში წყლის მილ­სა­დე­ნებს გა­ფარ­თო­ე­ბას აპი­რებს. ამ დრო­ის­თვის, მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას არ აქვს წვდო­მა მილ­სა­დენ წყალ­ზე, ნაც­ვლად ამი­სა, იყე­ნებს ათა­სო­ბით უკა­ნო­ნო ჭა­ბურ­ღილს – ეს ჭა­ბურ­ღი­ლი კი ანად­გუ­რებს წყალ­სა­ტე­ვებს და ასუს­ტებს მი­წას.

ამ გა­რი­გე­ბის თა­ნახ­მად, კომ­პა­ნია და­ხარ­ჯავს და­ახ­ლო­ე­ბით 1,7 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბი­სა და მილ­სა­დე­ნე­ბის ასა­შე­ნებ­ლად.

„ჯა­კარ­ტას არ აქვს საკ­მა­რი­სი ფული წყლის სის­ტე­მის მარ­ტო მარ­თვის­თვის. ქა­ლაქს სჭირ­დე­ბა კერ­ძო პარტნი­ო­რი, არა მხო­ლოდ წყლის გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბე­ბის ოპე­რი­რე­ბა­ში და­სახ­მა­რებ­ლად, არა­მედ უფრო მეტი ინ­ვეს­ტი­ცი­ის­თვის“, – ამ­ბობს იუდი ირა­ვა­ნი, PAM Jaya-ს უფ­რო­სი მე­ნე­ჯე­რი.

ზე­და­პი­რუ­ლი წყლე­ბი ძი­რი­თა­დად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია კა­ნა­ლი­ზა­ცი­ით, ამი­ტომ სუფ­თა წყლის უმე­ტეს ნა­წილს სხვა ქა­ლა­ქე­ბის­გან ყი­დუ­ლობს. ის მუ­შავ­დე­ბა, შემ­დეგ ნა­წილ­დე­ბა მი­ლე­ბის ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი 100 წელ­ზე მეტი ხნი­საა.

ჯა­კარ­ტას ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბა წყლის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი მი­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში 11 ტრი­ლი­ო­ნი რუ­პი­ის ინ­ვეს­ტი­რე­ბას გეგ­მავ­და, მაგ­რამ ეს გეგ­მა პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში ჩა­ი­შა­ლა, რო­დე­საც ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი 28% -ით შემ­ცირ­და.

დღე­ის­თვის ჯა­კარ­ტას ზოგი რა­ი­ო­ნი ზღვის დო­ნი­დან 4 მეტ­რით დაბ­ლა მდე­ბა­რე­ობს, რაც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. სე­ზო­ნუ­რი წვი­მე­ბის დროს, ამ ტრო­პი­კულ ქვე­ყა­ნა­ში წყალ­დი­დო­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად იქცა და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის შე­დე­გად სი­ტუ­ა­ცია კა­ტას­ტრო­ფუ­ლი გახ­დე­ბა.

წყარომსოფლიოს უდიდესი ქალაქი წყალში იძირება: მილიონობით ადამიანი საფრთხის წინაშეა

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს