მსახიობ ქეთევან კიკნაძეს 12 ივლისს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს ქეთევან კიკნაძეს 12 ივლისს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსახიობ ქეთევან კიკნაძის სამოქალაქო პანაშვიდი 12 ივლისს, 12:00 საათიდან, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება.
„85 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე.
მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და თეატრალურ საზოგადოებას!
ქეთევან კიკნაძის პანაშვიდები გაიმართება 10 და 11 ივლისს!
მისამართი: პაოლო იაშვილის ქუჩა #7, (სოლოლაკი)
სამოქალაქო პანაშვიდი – 12 ივლისს, მარჯანიშვილის თეატრში 12:00 საათიდან!
გამოსვენება 15:00 საათზე!
დაკრძალვა დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)