ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსახიობი შელი დიუვალი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, შელი დიუვალი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მედიას მსახიობის პარტნიორმა, მუსიკოსმა დენ გილროიმ დაუდასტურა.
გილროის თქმით, მსახიობი საკუთარ სახლში დიაბეტისგან გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.
შელი დიუვალი საზოგადოებამ 70-იან წლებში ცნობილი რეჟისორის, რობერტ ალტმანის ფილმებიდან გაიცნო. დიუვალი ალტმანის 7 ფილმში მონაწილეობდა, მათ შორის, Nashville, 3 Women და სხვა. განსაკუთრებული პოპულარობა კი დიუვალს სტენლი კუბრიკის საკულტო ფილმში The Shining შესრულებულმა როლმა მოუტანა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.