ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს!

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2023/2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში “შტურმის” მაისურით ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, თავი კი 9 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
შეგახსენებთ, “შტურმი” ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო ტურში “კლაგენფურტს” დაუპირისპირდება და ქვეყნის ჩემპიონის ბედიც ამ მატჩში გადაწყდება.
ოთარს “შტურმთან” მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება, მხარეები ჯერჯერობით თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.