ცნობილია, როდის დაასახელებს სანიოლი ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობას

Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობას მომდევნო კვირაში დაასახელებს.
ცნობისთვის, UEFA-მ განაცხადების რაოდენობა 23 ფეხბურთელიდან 26-მდე გაზარდა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.