მოსკოვი შეეცადა ვაშინგტონთან მოლაპარაკებას უკრაინაში მიმდინარე ომის გაყინვის თაობაზე-Reuters

შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ს პრეზიდენტ ს წინადადებაზე, რომელიც კონფლიქტის გაყინვის მიზნით, ში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. Reuters-ი ამ მოლაპარაკების შესახებ ინფორმირებულ სამ რუსულ წყაროზე დაყრდნობითი იუწყება.
„ამერიკელებთან კონტაქტებს არაფერი მოჰყოლია”, – განუცხადა სააგენტოს რუსეთის მაღალჩინოსანმა, რომელიც იცნობს 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის დასაწყისში მიმდინარე მოლაპარაკებას.
წყაროთა თანახმად, კრემლი ვაშინგტონს სთავაზობდა მხოლოდ სამხედრო ოპერაციების გაყინვას ფრონტის ხაზზე ამჟამად არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და არ სურდა მის მიერ ოკუპირებული, უკრაინის რომელიმე ტერიტორიის დათმობა. რუსული წყაროების თანახმად, 2023 წელს პუტინმა პირადად, შუამავლების მეშვეობით, – მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მოსკოვის არაბი პარტნიორების მეშვეობით, – ვაშინგტონს აცნობა, რომ მზად არის განიხილოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა.
კიდევ ერთი რუსული წყაროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა შუამავლების მეშვეობით მოსკოვს აცნობა, რომ უკრაინის მონაწილეობის გარეშე ცეცხლის შესაძლო შეწყვეტას არ განიხილავს და შესაბამისად, მოლაპარაკებები მარცხით დასრულდა.

ამავე დროს, სააგენტოს წყარომ შეერთებულ შტატებში განაცხადა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ოფიციალური კონტაქტები არ არსებობს და ხაზი გაუსვა, რომ ს მონაწილეობის გარეშე შეერთებული შტატები არ აწარმოებს რუსეთთან ისეთ მოლაპარაკებებს, რომელიც გავლენას მოახდენდა უკრაინის ინტერესებზე. რუსეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ეს არ არის პირველი ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი გარკვეულ სიგნალებს უგზავნის შეერთებულ შტატებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ. პუტინის მხრიდან ასეთი მზადყოფნის შესახებ იანვრის ბოლოს Bloomberg-მა კრემლთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია.
უფრო ადრე New York Times-ი წერდა პუტინის მზადყოფნაზე, რომ მომხდარიყო უკრაინაში მიმდინარე საომარი კონფლიქტის “გაყინვის”. ყველა გამოცემა მიუთითებს, რომ პუტინის მთავარი პირობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის შენარჩუნებაა. ამაზე თავად რუსეთის პრეზიდენტმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი უარს არ იტყვის არც ერთ ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინაში ბრძოლებით მოიპოვა.
ამასთა პუტინი დასავლეთს ადანაშაულებს რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-ის ყოფილ წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან, ინტერვიუში თქვა, რომ არა ვაშინგტონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომლებიც, მისი აზრით, ხელს უშლიდნენ სამშვიდობო შეთანხმების დადებას 2022 წლის გაზაფხულზე, ომი დიდი ხნის წინ იქნებოდა დასრულებული.
კიევისთვის კატეგორიულად მიუღებელია სამშვიდობო შეთანხმება ნებისმიერი ტერიტორიის დათმობის ხარჯზე.
უკრაინის პრეზიდენტის, ს 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის (“მშვიდობის ფორმულა“) თანახმად, მოსკოვთან ნებისმიერი მოლაპარაკება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის, მათ შორის ანექსირებული ს, დაბრუნების და ყველა ოკუპირებული რეგიონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ.
ქვეყანაში ასევე ოფიციალურად არის აკრძალული პირადად პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა.