მოსკოვი ერევნისგან „გარანტიებს“ ელის, რომ პუტინის სომხეთში არ დააკავებენ

რუსეთმა სომხეთისგან „გარკვეული გარანტიები“ უნდა მიიღოს, ამბობს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი.
ეს განცხადება მან სომხეთის მიერ საერთაშორისო სისხლის სამართლის, იგივე ჰააგის სასამართლოს სტატუტის რატიფიკაციასთან დაკავშირებით გააკეთა. საქმე იმაშია, რომ სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული და სომხეთი ვალდებული იქნება, დააკავოს ს პრეზიდენტი, თუ იგი სომხეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდება.
პესკოვის თქმით, სომხეთის შეერთება სტატუტისადმი ნეგატიურად აისახება მოსკოვი-ს ურთიერთობებზე. თუმცა, აღნიშნავს იგი, რუსეთმა უნდა მიიღოს „გარკვეული გარანტიები“. მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა „გარანტიებში“ იგულისხმება, რომ პუტინს, თუ ის სომხეთში იქნება, არ დააკავებენ. მართალია, პუტინის ვიზიტი სომხეთში ოფიციალურად არ იგეგმება, პესკოვს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა მისი განხორციელება, რაზეც მან უპასუხა:
„ვამბობდით, რომ ახალი რეალობა, დაკავშირებული ამ სტატუტისადმი სომხეთის მიერთებასთან, არ შეიძლება, ცუდი გავლენის მქონე არ იყოს ჩვენს ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მივიღოთ გარკვეული გარანტიები ჩვენი სომეხი პარტნიორებისგან. ეს საკითხი ჯერ გადასაწყვეტია დიალოგის ფარგლებში, რაზეც ჩვენც ვართ განწყობილნი“, – ციტირებს მას „ლენტა“.
სომხეთი ჰააგის სასამართლოს სტატუტს 1 თებერვლიდან შეუერთდა. სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, დააკავებენ თუ არა პუტინს სომხეთში და აღნიშნა, რომ მისი გადასაწყვეტი არაა, თუ ვის დააკავებენ სომხეთში.
ს დაპატიმრების ორდერი
2023 წლის 17 მარტს, ში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
ბრალდება პუტინის მიმართ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაა – ომის დაწყებიდანვე, რუსულ ძალებს უკანონოდ გაჰყავდათ უკრაინელი ბავშვები ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთში. მოსკოვში ამას ჰუმანიტარული მიზეზებით ხსნიან.
პუტინთან ერთად ორდერი გაიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე, რომელსაც რუსეთში ბავშვთა ომბუდსმენის პოსტი უკავია. ორდერის გაცემისას პროკურორები დაეყრდნენ პუტინისა და ლვოვა-ბელოვას შეხვედრას, რომელზეც მათ საჯაროდ განიხილეს უკრაინიდან გატაცებული ბავშვების საკითხი.
დაზუსტებული და სანდო ცნობები, თუ კონკრეტულად რამდენი ბავშვი გაიტაცეს რუსეთში, არ მოიპოვება. თუმცა, უკრაინული მხარე პერიოდულად იუწყება რამდენიმე ბავშვის დაბრუნების შესახებ.
რაც შეეხება ორდერს, მის გამო პუტინს, ფაქტობრივად, შეეზღუდა მსოფლიოს იმ ქვეყნებში ჩასვლა, რომლებიც, რუსული აგრესიის მიუხედავად, მზად იყვნენ მის მისაღებად, თუმცა რატიფიცირებული ჰქონდათ რომის სტატუტი სასამართლოს დაფუძნებაზე და შესაბამისად, ვალდებულები იქნებოდნენ, მათ იურისდიქციაში ყოფნის შემთხვევაში, პუტინი დაეპატიმრებინათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს – პირადად მოგეთხოვებათ შენ და შენს დამქაშებს კანონის სრული სიმკაცრით – რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! მოემზადე მოსკოვში წასასვლელად

პაველ ჰერჩინსკი – ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს – დარჩით ევროკავშირის გზაზე და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ

შალვა პაპუაშვილი – გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება