მოსკოვი ერევანს მოუწოდებს, რუსების შესვლის შეზღუდვის “მავნე პრაქტიკა” შეწყვიტოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი მოქალაქეებისთვის სომხეთში შესვლის შეზღუდვას მტრულ ქმედებად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის არსებული მოკავშირეობრივი ურთიერთობის ხასიათს – 9 ივლისს გამართულ ბრიფინგზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ ე.წ. სტოპ-სიების თემა სომხეთთან ურთიერთობაში კვლავ აქტუალურია.
„ჩვენ ვუყურებთ რუსეთის მოქალაქეებისთვის შესვლაზე დაწესებულ აკრძალვებს,
როგორც მტრულ ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის რუსულ-სომხური ურთიერთობების მოკავშირეობრივ ბუნებასთან”.
მისი თქმით, რუსეთს ხშირად უწევს აღნიშნული საკითხის კომენტირება როგორც საჯაროდ, ისე კულისებს მიღმაც. ზახაროვამ მოუწოდა სომხურ მხარეს, შეწყვიტოს ეს „მავნე პრაქტიკა“.
ზახაროვას განცხადებით, საკითხი განიხილეს სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაშინ, როცა სერგეი ლავროვი მაისში ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფებოდა. მისივე თქმით, რუსულმა მხარემ სომხეთს გაუიზარა კონკრეტული ნაბიჯები არსებული წინააღმდეგობების მოსაგვარებლად და ახლა ელოდება ერევნის რეაგირებას.
ზახაროვას კომენტარები მოჰყვა იმ ინფორმაციას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სომხეთის უსაფრთხოების სამსახურებმა არაერთ რუს მოქალაქეს უარი უთხრეს ქვეყანაში შესვლაზე, მათ შორის — პოლიტიკოსებსა და ანალიტიკოსებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა