მოსკოვის ოლქში ძლიერი ხანძარია

მოსკოვის ოლქში, რკინიგზის დეპოში მასშტაბური ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაცია Telegram არხზე ASTRA ვრცელდება.
არსებული ცნობით, ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში წვის შედეგად წარმოქმნილი სუნი იგრძნობა.
„იწვის ქალაქ ზელენოგრადის მახლობლად მდებარე ალაბუშევოს დეპო. კვამლი და ცეცხლი მეზობელი დასახლებული პუნქტებიდან ჩანს - იქაური მცხოვრებლები წვის შედეგად წარმოქმნილ სუნზე ჩივიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება.
როგორც ASTRA-ს „ტელეგრამ“ არხზე იწერება, ადგილობრივებს სოციალური ქსელების საშუალებით შეატყობინეს, რომ ხანძრის ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მისული არიან.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.