მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს

მოლდოვამ საზღვარზე არ შეუშვა მომღერალი ირაკლი ფირცხალავა, რომელსაც ქალაქ ბელციში გაქცეული მილიარდერის, ილან შორის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე უნდა ემღერა.
“მესაზღვრემ მომიბოდიშა და მითხრა, რომ ვერ შემიშვებს. მიზეზი არ გამიმხილეს. არადა იგივე პასპორტით ცოტა ხნით ადრე საზღვარი გადავლახე. სამწუხაროა, რომ ჩემი კონცერტი მუსიკასთან დაუკავშირებელი, გაურკვეველი მიზეზების გამო არ შედგა”. – ამბობს ფირცხალავა.
ილან შორი ყოფილი მოლდოველი პოლიტიკოსია, რომელსაც რამდენიმე მილიარდი დოლარის მითვისება ედება ბრალად. მილიარდერი 2017 წლიდან გაქცეულია. ბოლო წლებში შორი პრორუსულ პარტია შანსს აფინანსებდა, რომელსაც 2023 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობა აეკრძალა.
ირაკლი ფირცხალავა წარმოშობით ქართველი რუსი მომღერალია. კორონავირუსის პანდემიის დროს ის აქტიურად იყო ჩართული ანტივაქსერულ მოძრაობაში, 2021 წელს ბათუმის მერიამ ფირცხალავას კონცერტი 14 000 ლარით დაუფინანსა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”