“ჩემი და გიორგის ოჯახის დანგრევა ასაკის და გაუაზრებელი ნაბიჯების შედეგი იყო” – ნათია წიწილაშვილი – Marao

მსახიობი ნათია წიწილაშვილი ფართო საზოგადოებამ წლების წინ პოპულარული სერიალის, „ჩიფსების თაობის“ საშუალებით გაიცნო. სწორედ „ჩიფსების თაობის“ გადაღებებზე გაიცნო მან მომავალი მეუღლე, ასევე მსახიობი გიორგი კალანდაძე. წყვილმა იმავე წელს იქორწინა და მათ ერთი გოგონა შეეძინათ. 2014 წელს კი ცნობილი გახდა, რომ გიორგი და ნათია ერთმანეთს დაშორდნენ.
„24 წლის ვიყავი, როცა სიყვარულით მოვიყვანე ცოლი. იმედია, მაშინ მასაც საპასუხო გრძნობა ჰქონდა. ჩემი ქორწინება არ გამოდგა ბედნიერი. დიდი ტკივილი დამიტოვა, უამრავი ემოცია, სასიცოცხლო ძალები წაიღო ჩემგან. წლები გავიდა და, რომ იტყვიან, ჯერ არ გამოვსულვარ მძიმე „ნაბახუსევიდან“. მეგონა, ჩემს ქორწინებაში სიყვარული იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ბოლომდე არ ვიცნობდით, აბსოლუტურად არ შევესაბამებოდით ერთმანეთს
ორი წელი დამჭირდა განსაკურნებლად. დრო გავიდა, ჩამოვყალიბდი, დავბრძენდი და მივხვდი, რომ თავი გადავირჩინე, რადგან არ ვიცი, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, რა დღეში მექნებოდა ნერვები, რომ არ გავყრილიყავით. იმ ქორწინებას ჩემთვის არაფერი მოჰქონდა ტკივილისა და ტოქსიკურობის გარდა“, – ამბობდა გიორგი.
2021 წელს ნათიამ მეორედ იქორწინა რჩეულზე, მიშო ლეჟავაზე. როგორც ცნობილია, მიშო პროფესიით არქიტექტორია. წყვილს ერთი შვილი ჰყავს:
„მე და ჩემს მეუღლეს ნაცნობობის ძალიან უცნაური ისტორია გვაქვს. პირველად მიშო ჩემი პირველი ქორწინების თაფლობის თვეში გავიცანი. მე და ჩემს პირველ ქმარს, გიორგი კალანდაძეს თაფლობის თვე თურქეთში გვქონდა. იქ მიშო თავის მეგობრებთან ერთად ისვენებდა და ასე გავიცანით. თან მაშინ მე და გიორგი პოპულარობის ზენიტში ვიყავით. მახსოვს, მიშო ვითონ მოვიდა და გაგვეცნო, ძალიან მაგარი წყვილი ხართო.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჩვენი დები ჯგუფელები იყვნენ. წლების შემდეგ ბათუმში ერთსა და იმავე სასტუმროში შევხვდით. მე და ჩემი და ბავშვებთან ერთად ვისვენებდით. მერე ყველაფერი მოკითხვებით გაგრძელდა.
ჩემი და გიორგის ოჯახის დანგრევა ასაკის და გაუაზრებელი ნაბიჯების შედეგი იყო. მეორე ოჯახის შემთხვევაში უკვე პატარაც აღარ ვიყავი და ყველა ნაბიჯი გააზრებული მქონდა. ჩემი პირველი ოჯახური გამოცდილება ძალიან დამეხმარა, ის შეცდომები მეორედ აღარ დამეშვა. როცა მივხვდი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვის გვერდითაც ბედნიერი ვიქნებოდი, ბევრი აღარ მიფიქრია. ახლა აბსოლუტურად სხვანაირად ვუდგები ოჯახში ნებისმიერ საკითხს და პრობლემას, ვიდრე 10 წლის წინ. ვცდილობთ, ერთმანეთს კარგად მოვუსმინოთ.

ასევე დაგაინტერესებთ