მოლდოვა რუსეთის დელეგაციას არ მისცემს ნებას, დაესწროს გაეროს კონფერენციას კიშინიოვში

მოლდოვა ნებას არ მისცემს ს ოფიციალურ წარმომადგენლებს, პირადად მიიღონ მონაწილეობა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაში, რომელიც კიშინიოვში მაისის შუა რიცხვებში გაიმართება.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია “რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ომთან დაკავშირებით, რომელიც უხეშად არღვევს გაეროს წესდებას, იწვევს უამრავ კრიზისს და ძირს უთხრის სურსათის უსაფრთხოებას საერთაშორისო დონეზე.”
მოლდოვის საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ გაეროს ღონისძიებაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობა უნდა შეიზღუდოს და საელჩოს დონეზე ან ონლაინ ფორმატში უნდა წარიმართოს.

ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ განაცხადა, რომ კიშინიოვი ბოროტად იყენებს გაეროს ღონისძიების წამყვანის სტატუსს და დაიმუქრა, რომ ეს ქმედებები “რუსული მხარის მიერ უპასუხოდ არ დარჩება.”
მოსკოვი ასევე აღაშფოთა კიშინიოვის 19 მარტის გადაწყვეტილებამ პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა და ქვეყნიდან გაეძევებინა რუსეთის დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი რუსი დიპლომატი. ამის მიზეზი გახდა თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე “მოლდოვის ხელისუფლების პოზიციის საწინააღმდეგო” მოქმედება რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებით.
უფრო ადრე მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოსკოვი არ შეჩერდება, თუკი ში გაიმარჯვებს და დანარჩენ ევროპას დაემუქრება. ეს განცხადება მან გააკეთა პარიზში, სადაც 7 მარტს საფრანგეთთან ხელი მოაწერა ორმხრივ ხელშეკრულებას თავდაცვისა და თანამშრომლობის თაობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ