„მოკლულია კრემლის მიერ“ – გამოხმაურებები ნავალნის სიკვდილზე

ს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ცნობით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, , ციხეში დაიღუპა. ამ ფაქტს უკვე ეხმაურებიან სხვადასხვა ქვეყანაში.
ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩის განცხადებით, ნავალნი რუსეთის ხელისუფლებამ მოკლა.
„რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ალექსეი ნავალნიზე, როგორც პოლიტიკოსზე, იგი სასტიკად მოკლა კრემლმა. ეს ფაქტია და ეს უნდა ვიცოდეთ არსებული რუსული რეჟიმის ჭეშმარიტ ბუნებაზე. ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს“, – ციტირებს მის განცხადებას „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უნდა დადგინდეს ყველა ფაქტი ნავალნის დაღუპვის ირგვლივ, რუსეთმა კი „სერიოზულ კითხვებს უპასუხოს“. მას „რია ნოვოსტი“ ციტირებს.
ნობელის პრემიის ლაურეატმა, დიმიტრი მურატოვმა განაცხადა, რომ ნავალნი მოკლეს და აღნიშნა, რომ ნავალნის გარდაცვალება ციხის არასათანადო პირობების შედეგია.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ ნავალნიმ რუსეთში დაბრუნების სიმამაცის საფასური თავისი სიცოცხლით გადაიხადა.
ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ მომხდარი „დიდი ტრაგედიაა“ და სამძიმარი გამოუცხადა ნავალნის მეუღლესა და რუს ხალხს.
მასალა განახლდება
ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტი-კორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.
ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის – სა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.
2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ ის კანდიდატად არ დაარეგისტრირა.
2020 წელს მისი მოწამვლა სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.
ციხეში ყოფნისას, ნავალნი მუდმივად გადაჰყავთად „შიზო“-ში – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი იგი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ გელოდებით – ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე – დარჩით ევროკავშირის გზაზე

პრეზიდენტი – ვხედავთ ძალადობას: ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები