არქივი27 თებერვალი, 2025, 15:23
მნიშვნელოვანია, საგარეო დაფინანსება სწორი მიმართულებით იყოს წარმართული - ირაკლი კობახიძე

მნიშვნელოვანია, რომ საგარეო დაფინანსება სწორი მიმართულებით იყოს წარმართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია, საგარეო დაფინანსება არ ემსახურებოდეს ქვეყნის საწინააღმდეგო გარკვეულ პროცესებს, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო პროცესებს.
„ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველასთან, ვინც არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის განვითარებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.