მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი , მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელებსა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„სამუშაო შეხვედრაზე, კლინიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასეს, განიხილეს ის საჭიროებები, რაც დაწესებულების, სრული დატვირთვით, ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. იმსჯელეს აქტუალურ საკითხებზე, ადამიანური რესურსების, ინფრასტრუქტურული, კლინიკური და მენეჯმენტის მიმართულებით.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მთავარი ამოცანაა გადაიჭრას ის საკითხები, რომლებიც კლინიკის სრულფასოვნად ამოქმედებისთვის არის აუცილებელი. მისივე განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები, სამინისტროსა და თანამშრომლების ხედვების შეჯერებით იქნება მიღებული. სამუშაო შეხვედრები პერმანენტულად გაგრძელდება, რომლებზეც კლინიკის წინაშე არსებული აქტუალური საკითხი გადაწყდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …