მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ გვაბარებენ, მაგრამ არ ჩავბარდებით! – ახლა მუდმივი აქციების მიზანი არა მხოლოდ ევროპისკენ სიარულია, არამედ ზოგადად საქართველოს ყოფნა-არყოფნა

დამატებით, ისევ გამოაგორეს „რუსული კანონი”. ამ ყველაფრის შემაკავებელი ხალხმრავალი აქციებია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
სააკაშვილის განმარტებით, მუდმივი აქციების მიზანი არა მხოლოდ ევროპისკენ სიარულია, არამედ, ზოგადად საქართველოს ყოფნა-არყოფნა.
„ჩვენ გვაბარებენ, მაგრამ ჩვენ არ ჩავბარდებით! მივესალმები გუშინდელი თავისუფალი მარშის მონაწილეებს. მე ადრე ვთქვი, რომ საქართველოში რუსული დივერსიული ჯგუფებია შემოსული და აი, ამის დასტურიც მივიღეთ ისნის ტერაქტის სახით, რომლის სამიზნე იყო კოდორში რუსული სპეცრაზმის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ოფიცერი.
ამავე დღეებში რუსეთმა ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან „საზღვრის დელიმიტაცია”, მოაწეროს მათთან ხელშეკრულებას ხელი და პრაქტიკულად აღიაროს მათი „დამოუკიდებლობა”. დამატებით, ისევ გამოაგორეს „რუსული კანონი“. ამ ყველაფრის შემაკავებელი ხალხმრავალი აქციებია. ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ. მოძალადეს ყოველთვის ეშინია ხალხის ძალისა და ერთიანობის. თუ საზოგადოება აპათიური და დაყოფილია, მოძალადე ყოველთვის თავხედდება. ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ვერ შემოვიდა თბილისში 2008-ში ს არმია, ხალხის უზარმაზარი მასის შეკრება და ქართველი ხალხის თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანება იყო.
ახლა მუდმივი აქციების მიზანი არა მხოლოდ ევროპისკენ სიარულია, არამედ ზოგადად საქართველოს ყოფნა-არყოფნა, თუმცა, ორივე მიზანი მჭიდროდ არის გადახლართული.
ასევე მადლობა ყველას, ვინც გუშინ მარშზე ჩემი თავისუფლების მოთხოვნის პლაკატებითა და დროშებით მივიდა“, – აცხადებს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კვლევა ჩავატარეთ, შევამოწმეთ რესპონდენტების IQ და მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში 45,6 პროცენტი

ირაკლი კობახიძე – „ნაცი“ ყველაფერ რუსულზე თავს იღიზიანებს, ასე იღიზიანებენ თავს ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი „ნაციონალები“, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ