არქივი15 აგვისტო, 2024, 21:08
მიხეილ სააკაშვილი: ...ესენი კი არიან დატაცებაზე და განადგურებაზე
"ბათუმში "დემოკრატიის ფესტივალის" ჩატარებაზე, ხელისუფლების ზეწოლით, ყველა კომერციულმა სუბიექტმა უარი უთხრა ორგანიზატორებს.
ეს ფაქტი ძალიან კარგად აჩვენებს ერთ რამეს - დღევანდელი ბათუმი ძირითადად ჩემი და ლევან ვარშალომიძის ჩაფიქრებული, დაპროექტებული და აშენებულია და ჩვენ ნათესავებს ჩვენივე აშენებულ ქალაქში არ გაგვაჩნია არცერთი კომერციული სივრცე.
აი რა განსხვავებაა ჩვენსა და ამათ მოტივაციას შორის, ჩვენ ვქმნიდით ხალხისთვის და ქვეყნისთვის, ესენი კი არიან დატაცებაზე და განადგურებაზე," - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.