მიხეილ სააკაშვილი – არ შეიძლება საქართველოს ბედს წყვეტდნენ მევახშეები, მევახშეების დიქტატურა უნდა დასრულდეს – ქართველი ხალხი უნდა დაუბრუნდეს ჩვენი ქვეყნის მართვას, ამისთვის ჩვენ გვჭირდება მობილიზება

ჩვენთვის ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა კონსოლიდაცია, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ არავითარი რეპრესიების და დაკავების არ ეშინია. ს განმარტებით, ქართველი ხალხი უნდა დაუბრუნდეს ქვეყნის მართვას და ამისთვის საჭიროა მობილიზება.
„მე არ მეშინია არანაირი რეპრესიების და შემდგომი ციხის იმიტომ, რომ კარგად ვიცი, ეს გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, არის ის გზა, რომ აგერ, ოჩამჩირეში აგვიშენეს პორტი ივანიშვილის მმართველობის 12 წლის თავზე, რომელმაც ბათუმში გააჩერა სუპერ თანამედროვე პორტის მშენებლობა, გააჩერა ს აეროპორტის მშენებლობა, ლაზიკის პორტის მშენებლობა. აი, ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ მივიღეთ ოჩამჩირეში ეს უბედურება. რომ ყოფილიყო ეს პორტები, ვერავინ გაბედავდა ამის გაკეთებას იმიტომ, რომ მთელი მსოფლიოს ინტერესი იქნებოდა ამ ყველაფერში ჩადებული.
და კიდევ ერთი, არ შეიძლება საქართველოს ბედს წყვეტდნენ მევახშეები. ერთი მთავარი მევახშე იყო სათავეში. ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ. საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ქართველი ხალხი უნდა დაუბრუნდეს ჩვენი ქვეყნის მართვას, ამისთვის ჩვენ გვჭირდება მობილიზება“,-განაცხადა სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ