მიხაილ გალუზინი – სომხეთში ევროკავშირის მისია, შესაძლოა, რუსული ობიექტების შესახებ სადაზვერვო მონაცემებს აგროვებდეს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი სომხეთში ევროკავშირის მისიის მუშაობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირი რეგიონში რუსეთის, ირანისა და თურქეთის ინტერესებს საზიანოდ ფეხის მოკიდებას ცდილობს.
„ჩვენ უარყოფითად ვაფასებთ ევროკავშირის მისიის საქმიანობას სომხეთში, რაც არაერთხელ გვითქვამს. ევროკავშირის ამოცანა აშკარაა – ის ცდილობს ფეხის მოკიდებას რეგიონში სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ტრადიციული პარტნიორებისა და მეზობლების – რუსეთის, ირანის, თურქეთის – ინტერესებს საზიანოდ“, -აღნიშნა გალუზინმა.
მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დასავლელები რუსეთის ობიექტებთან დაკავშირებით სადაზვერვო მონაცემებს აგროვებენ.
„ისინი თავიანთ მოხსენებებს პირდაპირ ბრიუსელში აგზავნიან და სომხურ მხარესაც კი არ უზიარებენ. არსებობს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ დასავლელები აგროვებენ სადაზვერვო მონაცემებს რუსეთის, ისევე როგორც სომხეთის მეზობელი ყველა სახელმწიფოს ობიექტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მადიარი: ქალბატონო დეპუტატო, თქვენ ისე ხშირად საუბრობთ ოჯახების დაცვაზე, რომ კითხვა მაქვს: კონკრეტულად რომელ ოჯახებს იცავთ? იმათი, ვინც მინიმალური ხელფასით ცხოვრობს და ექიმთან ჩაწერას ვერ ეღირსა…

სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი, საქართველოს ისტორია კი ცალკე საგნად შეისწავლება, მოსწავლეები მე-10 კლასიდან აღარ ისწავლიან მსოფლიო ისტორიას