“მიწერენ: მერაბ, აშკარად მხარე გახდიო” – მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
ვიღაცები მიწერენ: მერაბ, ჩვენ შენი დაბალანსებული პოზიცია მოგვწონდა, ახლა კი აშკარად მხარე გახდიო.
დაბალანსებული პოზიცია შეიძლება გქონდეს, როდესაც სხვადასხვა მხარეს დგანან: ხელისიუფლება და ოპოზოცია, ქოცები და ნაცები და ა. შ. მაგრამ დაბალნსებული პოზიცია ვერ გექნება, როდესაც ერთ მხარეს არის ქვეყნის სასიცოხლო ინტერესები და მეორე მხარეს ამ სასიცოცხლო ინტერესების დაზიანება, ერთ მხარეს არის ევროინტეგრაცია და მეორე მხარეს ამ ინტეგრაციის ჩაშლა ერთი ადამიანის ახირების გამო, ერთ მხარეს არის ქვეყნის 30 წლიანი ბრძოლა და ოცნების ასრულება და მეორე მხარეს არის ამ ოცნების დასამრაება, მოგონილი მიზეზებით, რაც ავტომატურად ნიშნავს ჩვენს რუსთის უკანა ეზოდ დარჩენას და ცივილიზებული სამყაროსგან დაშორებას. მე ამ კანონთან დაკავშირებით შარშანაც მკვეთრი პოზიცია მქონდა და წელსაც ასეა. არაობიექტური ვერ იქნება ქვეყნის მხარეს დგომა. ვინც ამას ვერ ხვდებით (ან სპეციალურად არ ხვდებით სხვადასხვა მიზეზების გამო), თქვენს გამო ძლიან ვწუხვარ.

ასევე დაგაინტერესებთ