არქივი6 ივნისი, 2024, 13:24
მიშა მშვილდაძე: ჩემო ბუდუ, შენ ხარ ადამიანი... ჩვენ ვართ შენი გულშემატკივარი და არასდროს შევუწყობთ ხელს, რომ ვინმემ ტკივილი მოგაყენოს
"ჩემო ბუდუ, შენ ხარ ადამიანი, ამიტომ როგორც შენ გვეტყვი, ჩვენ ისე ვიზამთ - გინდა დავდებთ, გინდა ავიღებთ, გინდა კენტ დღეებში დავდებთ და ლუწ დღეებში ავიღებთ - ჩვენ ვართ შენი გულშემატკივარი და არასდროს შევუწყობთ ხელს, რომ ვინმემ ტკივილი მოგაყენოს, და ცხადია, იმასაც ვხვდებით, რა ხდება ახლა შენს თავს და მინდა იცოდე, რომ ყოველთვის და ყველა ფორმით დაგიდგებით გვერდში, იმიტომ, რომ ჩვენ შენი მედია ვართ და როცა ამის დრო მოვა, ყველას მოვთხოვთ პასუხს ბოლომდე, ვინც შენი აზრების თავისუფლად გამოხატვაში ხელი შეგიშალა.
შენ არ გეგონოს, რომ აქ ვინმე რამეს ვერ ვხვდებით
" - წერს მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.