The Sun: ისტორიაში ყველაზე ცუდი გაძევება – მიქაუტაძის მიმართ მსაჯის ვერდიქტი გაუგებარი იყო

“რენთან” მატჩში “მეცის” თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის გაძევებამ “სანი” გააოცა და წერილი მიუძღვნა.
გამოცემამ აღნიშნა, რომ ეს ისტორიაში ყველაზე ცუდი გაძევება იყო, ვინაიდან “მეცის” ვარსკვლავს მსაჯმა რუდი ბუკემ პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა, კომენტატორი გააოგნა და სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რამეთუ უნებური შეჯახება “რენის” ფეხბურთელმა არნო კალიმუენდომ თეატრალურად გააფორმა.
The Irish Sun-ი წერს, რომ მასპინძელთა გუნდის თილისმა გვირაბისკენ გაემართა, VAR-მა არბიტრს ეპიზოდის ნახვა ურჩია, ქართველს გადაწყვეტილების შეცვლის და მოედანზე დაბრუნების იმედი ჰქონდა, თუმცა ბუკემ თავისი გაუგებარი ვერდიქტი არ შეცვალა.