მითხარით რომელი პუნქტია რუსული და საერთოდ აღარ დავაყენებ არცერთ ინიციატივას – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, , “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ს განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ “მდინარაძის განცხადებაში ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დაფიქსირდა, ისინი მზად არიან კანონპროექტი უკან გაიწვიონ – გუშინდელმა მრავალათასიანმა შეკრებამ აჩვენა, რომ ხალხი უკან არ დაიხევს”.
როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ოპონენტებს მან მოუწოდა, დაასახელონ რა არის რუსული “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ კანონპროექტში.
“რა არის რუსული, რომელი პუნქტი ჩვენს კანონპროექტში მითხარით და კანონპროექტის გაწვევა კი არა, საერთოდ აღარ დავაყენებ არც ერთ ინიციატივას. მეტი როგორ და რა გზით მოგიწოდოთ. ერთი კვირაა ერთი პუნქტი ვერ დაასახელეს… რა კარგად გაუგიათ ამათ ჩემი განცხადება.” – წერს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

იქ, სადაც ნამდვილად ჩემი საქართველოა, პატივს სცემენ მშობელს, მეგობრებს და ყველას, ვინც თავის საქმეს აკეთებს – იქ, სადაც ჩემი საქართველოა, თუ ვინმეს შეაფურთხებენ მზად არიან, პასუხიც აგონ და მეორე დღეს, ვისაც აფურთხებენ, იმასთან არ რეკავენ მიშველეო

მმართველი პარტია არ არის პრორუსული. ისინი პრაგმატიკოსები არიან, რომლებსაც გულწრფელად აწუხებს თავისი პატარა ერის სუვერენიტეტის შენარჩუნება და მათი შეშფოთება არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ სავსებით ლეგიტიმურია