იქ, სადაც ნამდვილად ჩემი საქართველოა, პატივს სცემენ მშობელს, მეგობრებს და ყველას, ვინც თავის საქმეს აკეთებს – იქ, სადაც ჩემი საქართველოა, თუ ვინმეს შეაფურთხებენ მზად არიან, პასუხიც აგონ და მეორე დღეს, ვისაც აფურთხებენ, იმასთან არ რეკავენ მიშველეო

იქ, სადაც ნამდვილად ჩემი საქართველოა, პატივს სცემენ მშობელს, მეგობრებს და ყველას, ვინც თავის საქმეს აკეთებს – იქ, სადაც ჩემი საქართველოა, თუ ვინმეს შეაფურთხებენ მზად არიან, პასუხიც აგონ და მეორე დღეს, ვისაც აფურთხებენ, იმასთან არ რეკავენ მიშველეო
ექსპერტი ირაკლი ლატარია, “გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციების ძალადობრივ ხასიათს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როდესაც რომელიმე ახალგაზრდა, პოლიციელს შეაფურთხებს და ამაზე პასუხს მოსთხოვს ვინმე, ისინი კვლავ იმ პოლიციას მიმართავენ საშველად, რომელსაც აფურთხებენ. მისი თქმით, ნამდვილი საქართველო ისაა, სადაც პატივს სცემენ ოჯახს, მეგორბებს და ყველას, ვინც საკუთარ საქმეს აკეთებს.
“იცით რაზე მეშლება ნერვები? ვინმე 19 წლის თინეიჯერი, (რომელიც 14 წლიდან კლუბებში სიარულის მეტს არაფერს აკეთებს ,,სამშობლოსთვის”), დაანFიტამინებული, შეაგინებს ყველას ვინც იქ არ დგას, შემდეგ შეაფურთხებს რომელიმე პოლიციელს და ჩუმად გაიპარება სახლში დაიძინებს. დილით გამოსულს, რომელიმე, ნორმალურად მოაზროვნე უბნელი დახვდება და გაბრაზებული კითხავს – იქნებ დააკონკრეტო და ახსნა, ვის აგინებო? ეგრევე ეს “რემბო” ამოიღებს მობილურს, ჩართავს ლაივს ტექსტით: რუსები თავს დაგვესხნენ და ჩემს ცემას აპირებენო და პარალელურად დარეკავს 112-ში და სთხოვს დახმარებას იმ პოლიციას, გუშინ რომ შეაფურთხა… საღამოს ისევ გავა აქციაზე და დაიკნავლებს: ეს ბოზი პოლიციაო და ქართულ დროშას გადაიკიდებს და ლაზარეს მოეხვევა, ჩემო ვაჟკაცო ქართველოო…. ეს არ არის ჩემი საქართველო, ამას ბევრად სხვა რამ ჰქვია, ხოლო იქ სადაც ნამდვილად ჩემი საქართველოა პატივს სცემენ პირველ რიგში: მშობელს, მეგობრებს, უბნელებს და შემდეგ ყველას, ვინც თავის საქმეს აკეთებს და რაც ყველაზე მთავარია: იქ სადაც ჩემი საქართველოა, თუ ვინმეს შეაფურთხებენ მზად არიან პასუხიც აგონ და მეორე დღეს არ რეკავენ იმასთან მიშველეო – ვისაც აფურთხებენ – ამას, ადამიანობა ჰქვია…” – წერს ლატარია Facebook-ზე.
Next: სპორტსმენებზე არის პირდაპირ მითითება, რომ ესა თუ ის პოზიცია დააფიქსირონ ღიად, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა – სამწუხაროა, რომ არ გვინახავს ეს ფაქტები ვინმეს დაეგმო

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი