“სპორტსმენებზე არის მითითება, რომ პოზიცია დააფიქსირონ ღიად.. ბულინგი დაარქვით” – დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე

შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძემ სოციალურ ქსელში სპორტსმენებსა და მათ მიერ აზრის დაფიქსირებაზე კომენტარი გააკეთა.

“დღეს უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტით არის და­ცუ­ლი სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელს აქვ უფ­ლე­ბა, თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა და­ა­ფიქ­სი­როს, მაგ­რამ რა­საც დღეს ჩვენ ყვე­ლა­ნი ვხე­დავთ, ბუ­ლინ­გი და­ვარ­ქვათ, შე­იძ­ლე­ბა უფრო მძი­მე ფორ­მებ­შია ის ყვე­ლა­ფე­რი რა­საც ვუ­ყუ­რებთ, რომ სპორ­ტსმე­ნებ­ზე არის ზე­წო­ლა”

ვიქტორ სანიკიძე ამბობს, რომ რაც სპორტსმენების მიმართ ხდება პირდაპირი ბულინგია.

“არა მარ­ტო ზე­წო­ლაა იმ მხრივ, რომ გა­მო­ვიდ­ნენ და მათი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რონ, აქ პირ­და­პირ არის მი­თი­თე­ბა, რომ ესა თუ ის პო­ზი­ცია უნდა და­ა­ფიქ­სი­რონ ღიად და ამა­ზე ხდე­ბა ზე­წო­ლა, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია, გინ­დათ ბუ­ლინ­გი და­არ­ქვით, გინ­დათ ზე­წო­ლა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ ფაქ­ტებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა ჩვენ არ გვი­ნა­ხავს. მე პი­რა­დად არ მი­ნა­ხავს, რომ ვინ­მეს და­ეგ­მო და მო­წო­დე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რომ ეს ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. მინ­და, სრუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო ჩვენს სა­ა­მა­ყო სპორ­ტსმე­ნებს და მათ წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად ისი­ნი ქვეყ­ნის საქ­მეს აკე­თე­ბენ და ასა­ხე­ლე­ბენ ჩვენს ქვე­ყა­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე”, – ვიქტორ სანიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი