მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების აქცია – „მშობლები ვითხოვთ“ მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების აქცია – „მშობლები ვითხოვთ“ მიმდინარეობს. ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მშობლები მცირეწლოვან შვილებთან ერთად არიან მისული.
ადგილზე მათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერიც, წარწერებით: – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, „მშობლები ვითხოვთ, კი – ევროპას“.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი უნდა შეაჩეროს.
„დღეს აქ ვართ მშობლები, მცირეწლოვან შვილებთან ერთად. უმეტეს სკოლებში გაფიცვაა გამოცხადებული და სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ჩვენ ვითხოვთ, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი შეაჩეროს და ჩვენი შვილების მომავალი დაგვითმოს იმ ხალხს, რომლებიც ევროპულ, დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრებას იმსახურებს. გვინდა საჯარო მოხელეებს შევახსენოთ, რომ ამ ბავშვების მომავალის ინტერესებს უნდა ემსახურონ და არა არალეგიტიმურ, დე-ფაქტო ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ ინტერესებს. ეს შეგნებული საბოტაჟია, რასაც ხელისუფლება ფორმალურად ცდილობს გვაღიარებინოს, ამას არ შევეგუებით“, – განაცხადა ნინო რობაქიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის