მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაში მონაწილეობას არ ვაპირებ, მაგრამ მექნება კითხვები, რომლებიც 9 რეკომენდაციას უკავშირდება – თეონა აქუბარდია

სამთავრობო ცვლილებებთან და ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში შეფასებები გრძელდება. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, კენჭისყრაში არ აპირებს მონაწილეობის მიღებას, თუმცა მომავალ პრემიერთან კითხვები ექნება.
“რა თქმა უნდა, პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც ხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, ნდობის გამოცხადებაში ნამდვილად არ ვაპირებ მე მონაწილეობის მიღებას, ჩემი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, მაგრამ მე მექნება კითხვები მთავრობის იმ ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც 9 რეკომენდაციას უკავშირდება და რომელიც, სავარაუდოდ, კობახიძის გასაკეთებელი იქნება,” – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებული დეტალები ხვალინდელი ყრილობის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი. პრემიერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, საკუთარ გუნდს პარლამენტს წარუდგენს. პროცესების საკანონმდებლო ორგანოში გადანაცვლებამდე, გადაწყვეტილებები ხვალ “ქართული ოცნების” პარტიულ ყრილობაზე უნდა გაფორმდეს. სწორედ ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა დაასახელოს ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ყრილობაზევე მოხდება მთავრობის უკვე ყოფილი მეთაურის – ს “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ არჩევაც.

ასევე დაგაინტერესებთ