ნამდვილად ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ჩაგვისვამს ჯიბეში – მიხეილ სააკაშვილი ლაზარე გრიგორიადისით მოიხიბლა

ნამდვილად ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ჩაგვისვამს ჯიბეში – თ მოიხიბლა
მიხეილ სააკაშვილი ლაზარე გრიგორიადისის მსჯელობის სიმწიფით გაოგნებულია და მოხიბლულია. ამის შესახებ პოსტი მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
ლაზარეს შემთხვევაში ივანიშვილის სპეცსამსახურებს აშკარად დიდი ჩავარდნა მოუვიდათ. ეს ბიჭი, რომელიც მათი მოკლე ჭკუით, პროტესტის უსიმპათიო სიმბოლო უნდა ყოფილიყო, თავისი მიხატული თვალებითა და არაქართული გვარით, სინამდვილეში შეუძლებელია არ მოგეწონოს თავისი განსაკუთრებული სილაღითა და სისუფთავით.
ქართველების უმრავლესობას ადვილად შეუძლია მის ოჯახთან გაიგივება – ემიგრაციაში წასული ბებიითა და დედით, ბაბუის ამარა დარჩენილი ახალგაზრდით.
ჩემთვის გამაოგნებელია მისი მსჯელობის სიმწიფე. ნამდვილად ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ჩაგვისვამს ჯიბეში.”- წერს მიხეილ სააკაშვილი, რომლის პოსტიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის „ფორმულა“ – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები“ – სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს