ძველ ევროპაში არა მარტო აღიარებდნენ და ქადაგებდნენ ღირებულებებს, არამედ მტკიცედ და განუხრელად იცავდნენ მათ. ახალში მხოლოდ აღიარებენ და ქადაგებენ და არანაირად არ იცავენ მათ

ძველ ევროპაში არა მარტო აღიარებდნენ და ქადაგებდნენ ღირებულებებს, არამედ მტკიცედ და განუხრელად იცავდნენ მათ. ახალში მხოლოდ აღიარებენ და ქადაგებენ და არანაირად არ იცავენ მათ
„ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელიც ღირებულებებს არა მარტო ახმოვანებს, არამედ განუხრელად იცავს ნებისმიერი ქვეყნის მიმართ და არ იყენებს მხოლოდ თავისთვის ან შერჩევით,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა ერთმანეთს ძველსა და ახალ ევროპაში არსებული სახელმწიფოებრივი მიდგომები შეაფასა.
ეკა სეფაშვილის თქმით, თანამედროვე ევროპაში მოქმედი ორმაგი სტანდარტები, რომლითაც არსებული პოლიტიკური სპექტრი მოქმედებს, საქართველოსთვის მიუღებელია, ვინაიდან ის ეფუძნება შერჩევით პრინციპებს.
„ძველსა და ახალ ევროპას შორის განმასხვავებელი არის ერთი მომენტი – ძველ ევროპაში არა მარტო აღიარებდნენ და ქადაგებდნენ ღირებულებებს, არამედ მტკიცედ და განუხრელად იცავდნენ მას. ახალ ევროპაში მხოლოდ აღიარებენ და ქადაგებენ და არანაირად არ იცავენ ამ ღირებულებებს. ეს არის ფუნდამენტური განსხვავება ძველსა და ახალ ევროპას შორის და ამიტომაა, რომ ჩვენ ხშირად გვიწევს მათ ორმაგ სტანდარტებზე მითითება და საზოგადოების ყურადღების მიქცევა იმაზე, როგორ განსჯიან ხოლმე საქართველოს ამ სტანდარტების გამოყენებით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელიც ამ ღირებულებებს არა მარტო ახმოვანებს, არამედ განუხრელად იცავს ნებისმიერი ქვეყნის მიმართ და არ იყენებს მხოლოდ თავისთვის ან შერჩევით,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა.
ეკა სეფაშვილმა ევროპის მხრიდან ორმაგი სტანდარტის რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, მათ შორის განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტების დევნის ფაქტების შეუფასებლობა და საპროტესტო აქციების რადიკალიზმის შემთხვევების რომანტიზება.
„ამ დღეების განმავლობაში, როდესაც მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ვიხილეთ გაუგონარი ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე. კერძოდ, POSTV და „იმედის“ ჟურნალისტების მიმართ. გინახავთ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ან საელჩო გამოსულიყო განცხადებით და სპეციალურად დაეგმო თავისუფალ მედიაზე ეს გაუგონარი ძალადობა? ანუ, რას ნიშნავს – შერჩევითაა სამართალი და შერჩევითაა სიტყვა თავისუფალი?
მეტიც, ახლა მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, ეს არის აზრის გამოხატვის თავისუფლება და დიახ, მათ შეუძლიათ გამოხატონ აზრი თავისუფლად, სანამ დაიცავენ მშვიდობიან დღის წესრიგს და არ გადავლენ ძალადობასა და აგრესიაზე. მეორე მხრივ, რას ვხედავთ? შარშან ანალოგიური აქციების დროს ადამიანი, რომელიც შეეცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვას, რაც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო, მთელი ეს ვითომდა ევროპელები (მე მათ ევროპელებს არ ვუწოდებ) ფოტიგები, ფონ კრამონები და ჩვენი ე.წ. პრეზიდენტი გამოვიდნენ და ამ ქმედების რომანტიზებას ცდილობენ.
თურმე წინასწარ განზრახული ქმედება მოსაწონია, თუ ის ევროპულობის იდეით ხორციელდება. ასეთი იდეებით იყო შეპყრობილი საბჭოთა კავშირი, ნაციზმი და ფაშიზმი და გამოდის, რომ ჩვენ ამას ვუწყობთ ხელს? არავითარ შემთხვევაში,“ – კატეგორიულობით აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
Previous: კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი დამფინანსებელია და წლიწადში 1 000 000 ლარს აძლევს – სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს

აცრემლებული მშობლები გვირეკავენ, რომ მათ შვილებზე მასიური ბულინგი ხორციელდება. დასცინიან, შეურაცხყოფებს აყენებენ, ეზოებში ხვდებიან იმათ, ვინც ქუჩაში არ გადის. ამ ფაშიზმს იწონებს დასავლეთი?

გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ ანტიეროვნული, მორალურად გაუფასურებული ძალა დგას, რომელიც საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნებას კანონის წაუკითხავი ემოციური ახალგაზრდებით ცდილობს

ახალგაზრდებს აყენებენ წინ აირწინაღებით, მაგრამ მათ უკან ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, დეკანოიძე და სხვა დეიდა-ბიძიები დგანან, რუსებზე ბინების მიმქირავებლები, რუსებისგან ჰონორარების მიმღები და ტერიტორიების 20 % ხონჩით მიმრთმევები