მთავრობა PPA კონტრაქტებს აბრუნებს – რა კითხვები აქვს ბიზნესს?

მთავრობა ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერის მოდელს ცვლის. იმ პროექტებზე, რომლებსაც განხორციელების შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფო პირდაპირ გააფორმებს ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და შემდეგი სიმძლავრის აუქციონები აღარ გამოცხადდება. ვიცე პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა PPA, ანუ სიმძლავრის გარანტირებული შესყიდვის ტარიფებს აღადგენს. თუკი წარსულში გაფორმებული PPA კონტრაქტების ტარიფების შესახებ არსებობდა კითხვის ნიშნები, თუ როგორ დადგინდა აღნიშნული ტარიფი, მისი თქმით, მომავალში გასაფორმებელ პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტებში განისაზღვრება ის ტარიფი, რომელიც CFD აუქციონის შედეგად დადგინდა.
მთავარი კითხვა, რაც მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელს უჩნდება არის შემდეგი: თუ მთავრობა ამბობს, რომ სიმძლავრის აუქციონს აღარ გამოაცხადებს, რა მოხდება მაშინ, თუ ბიზნესი უარს იტყვის მედიანურ ტარიფში პროექტების განხორციელებაზე და მათ შორის აუთვისებელი დარჩება ის 800 მეგავატის სიმძლავრის პროექტები, რომელზედაც მეორე სიმძლავრის აუქციონი იყო გამოცხადებული.
“თუ ყველამ უარი თქვა ამაზე გამოდის, რომ 800 მეგავატი რჩება ისევ გარეთ და ლოგიკურად მესამე აუქციონი უნდა შედგეს. თუ ყველამ თქვა, რომ მაგალითად ჰიდროს შემთხვევაში მოდინებაზე 6,5 ცენტი ან თუნდაც მზის ბატარეებზე 6,39 გვაწყობს, მაშინ გამოდის, რომ მესამე აუქციონის ჩატარების აუცილებლობა ნამდვილად აღარ იქნება.
გამოჩნდება კომპანიები, ვინც იქნება თანახმა და სამინისტროსთან გააფორმებენ კონტრაქტს, თუმცა მე ვიცი კომპანიები, რომლებმაც 7,- 7,4 ცენტი, მზის სადგურები ვიცი ბატარეებით, რომელიც 10 ცენტი და ზემოთ ჰქონდათ წარდგენილი. თუ ამათმა უარი თქვეს ამ დაბალ მედიანურ ტარიფზე, კითხვაა: შემდეგ რა ხდება? ამ პროექტებს რას ვუშვებით? აღარ ვაკეთებთ, თუ საჭიროება დგება კიდევ ერთი აუქციონის?
გამოჩნდება რამდენი ისარგებლებს ამ შეთავაზებით და რამდენი დარჩება გარეთ. ვინც გარეთ დარჩება მერე იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა უნდა გავაკეთოთ.
გასათვალისწინებელი იქნება ის პროექტები, რომლებიც ვერ ისარგებლებენ, რადგან 10 ცენტრს და 6 ცენტს შორის დიდი განსხვავებაა“,-აცხადებს BMG-სთან გიორგი მარგებაძე.
მეორე სიმძლავრის აუქციონის შედეგები:
ჰიდროელექტროსადგურები მოდინებაზე, მედიანური ტარიფი – 6,50 ცენტი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურები, მედიანური ტარიფი:

ასევე დაგაინტერესებთ