მზადება მესამე მსოფლიო ომისთვის?! – როგორი იქნება ფრონტის ხაზი, თუ პუტინი ევროპაში შეიჭრება

ამერიკული ჟურნალის – “ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „რუკები გვაჩვენებენ, როგორი ფრონტის ხაზი იქნება, თუ რუსეთი ევროპის ქვეყნებში შეიჭრება“ (ავტორები – ბრენდან კოული და ჯონ ფენგი).

რუსეთმა უკრაინასთან ომი ფაქტობრივად უკვე გადააქცია ნატოსთან ომად, თუმცა იურიდიულად, რა თქმა უნდა, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 პუნქტი არ ამოქმედებულა და ძალაში არ შესულა.

რას აპირებს პუტინი?!

„ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ვლადიმერ პუტინი, უკრაინასთან ომში გამარჯვების შემთხვევაში, თავის აგრესიულ მზერას დანარჩენ ევროპასაც მიაპყრობს – აღმოსავლეთ ევროპის მიღმაც გადაიხედავს და – ჩრდილოეთშიც“, – ამბობს „ნიუსვიქთან“ საუბარში უილიამ მუკი, „ჩრდილოეთის ცენტრალური კოლეჯის“ (ნაპერვილი, ილინოისის შტატი) პოლიტოლოგიის პროფესორი.

“თუ ვლადიმერ პუტინისათვის ბოლო 25 წლის განმავლობაში რაიმე შემაკავებელი ფაქტორი არსებობდა, ეს იყო ნატოს გაფართოება. სწორედ ამიტომ არ სურს მას უკრაინის მიღება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. კრემლი ყველანაირად შეეცდება თავისი გავლენის გაძლიერებას რეგიონში, ნატოს აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფლანგზე“, – აცხადებს პროფესორი.

ნატოს ჩრდილო და აღმოსავლეთევროპელი წევრები (მათ შორის – გერმანიაც) ყველაზე მეტად არიან შეშფოთებულნი ვლადიმერ პუტინის ამბიციებით. როგორც შვედეთის თავდაცვის მინისტრმა კარლ-ოსკარ ბოლინმა აღნიშნა, “ომი შეიძლება შვედეთშიც მოვიდეს“ – მას შემდეგ, რაც შვედეთის არმიის მთავარსარდალმა მიქაელ ბიუდენმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ „ომისათვის მორალურად მოემზადონ“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე