მეცხვარეობას არცერთი დონორისგან ფინანსური დახმარება არ მიუღია - ბექა გონაშვილი

მეცხვარეობის დარგს, წლების განმავლობაში, არცერთი დონორისგან ფინანსური დახმარება არ მიუღია - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ კომპანიების “აგროქიზიყის” და „წერტის“ დამფუძნებელმა, ბექა გონაშვილმა განაცხადა.
„დონორები ძალიან ბევრ პროექტებს ახორციელებენ საქართველოში. მაგრამ კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რომ მეცხვარეობის დარგში არცერთი დონორისგან, წლების განმავლობაში, არ ყოფილა კონკრეტული ფინანსური დახმარება, თუ არ ჩავთვლით ერთი-ორი შემთხვევის გარდა - კვლევების სახით. მერძევეობის მიმართულებით USAID-ის პროექტები იყო, ევროკავშირის და ა.შ. მაგრამ კონკრეტულად მეცხვარეობის მიმართულებით არანაირი მსგავსი პროექტი არასდროს არ ყოფილა.
რაც შეეხება მომიჯნავე სექტორებს, დონორების პროექტები უფრო მეტად იყო გადამამუშავებელ წარმოებაში“,- აცხადებს ბექა გონაშვილი.
წყარო: bpn.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.