მერაბ მეტრეველი: ევროსაბჭოდანაც თუ გამოგვაგდეს, მერე “ოცნებას” დახვრეტის აღდგენაც შეეძლება

“ნანუკა ჟორჟოლიანის და სხვების წინააღმდეგ, ვისთანაც დღეს ჩხრეკაზე შევიდნენ, საქმე ისეთი მუხლებითაა აღძრული, საბჭოთა დროს ყველას დახვრიტავდნენ:
“უწყების განმარტებით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება.”
ჩვეულებრივი 37 წელია, დახვრეტების გარეშე. ესეც იმოტომ, რომ დახვრეტის გაუქმება თავის დროზე ევროსაბჭოში მიღების სანაცვლლდ მოგვთხოვეს.
ევროსაბჭოდანაც თუ გამოგვაგდეს, მერე “ოცნებას” დახვრეტის აღდგენაც შეეძლება
ამ ხელისუფლების მომხრეები ამასაც ტაშს დაუკრავთ, ვიცი,” – წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა