მედია: 157-ე სკოლაში, რომელიც 2 წელია რეაბილიტაციის გამო მოსწავლეებისთვის დაკეტილია, საარჩევნო უბანია გახსნილი

სასწავლო წელი ძველი პრობლემებით – ხმაური იყო 157-ე სკოლის ეზოში. მოსწავლეები და მათი მშობლები, რომლებიც  უკვე ორი წელია რემონტის დასრულებას ელოდებიან, სკოლის ეზოში შეიკრიბნენ და სასწავლო პროცესის განახლებს ითხოვდნენ.

როგორც ისინი ამბობენ, მათი შვილებითვის ამ სკოლაში ზარი არ დაირეკა და ზოგი რომელ სკოლაში გადაიყვანეს და ზოგი რომელში.

მე მყავს 5 შვილი, ვარ ძალიან ცუდ დღეში, ზოგი ერთ სკოლაში დადის, ზოგი მეორეში, და არავის აინტერესებს ამ ბავშვების ბედი,- ამბობს ერთ-ერთი მშობელი. 

თუმცა, როგორც ირკვევა, სკოლა ავარიული არ არის, რადგან შენობაში საარჩევნო უბანია გახსნილი.

157-ე სკოლის ადმინისტრაცია არ პასუხობს შეკითხვას რატომ გაჭიანურდა ვაზისუბანში მდებარე შენობაში რეაბილიტაციიის პროცესი.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ კომენტარს მოგვაინებით გააკეთებენ, როდესც სკოლის დირექტორი მივა ადგილზე.

თბილისში, ვაზისუბანში 157-ე სკოლასთან მშობლებმა და მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტის მიზეზი ის გახდა, რომ 157-ე სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე მეორე წელია ვერ დაიწყო.

როგორც ადგილზე შეკრებილი მშობლები განმარტავდნენ, არსებობს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებს, თუმცა მეორე წელია სკოლაში არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დაწყებულა, შესაბამისად, სკოლის ფუნქციონირება უკვე მეორე წელია შეჩერებულია, მოსწავლეები კი სხვადასხვა, ახლომდებარე სკოლებში არიან განაწილებულები.

წყარო