მედია: ჩინელმა ქალმა LOUIS VUITTON-ის ძვირადღირებული ჩანთის სავარძლის წინ მოთავსებაზე უარი განაცხადა და ფრენები შეაფერხა
თვითმფრინავის მგზავრმა ჩინელმა ქალმა LOUIS VUITTON-ის 3000 დოლარიანი ჩანთის სავარძლის წინ მოთავსებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რამაც რეისის 1 საათით გადადება და შემდგომი ფრენების შეფერხება გამოიწვია. შემთხვევა 10 აგვისტოს, China Express Airlines-ის ბორტზე მოხდა. ქალი დაჟინებით ითხოვდა, რომ ჩანთა არა სავარძლის ქვეშ, არამედ მის გვერდით, სავარძელზე მოეთავსებინა.
შემთხვევის ამსახველი ვიდეო ჩინეთში ყველაზე პოპულარულ ქსელ Douyin-ზე თვითმფრინავის ერთ-ერთმა მგზავრმა ატვირთა. ვიდეომ მოკლე ხანში დააგროვა 4 მილიონამდე ნახვა და სოციალური ქსელის მომხმარებლებში ცხარე დებატები გამოიწვია. ადამიანების ნაწილმა მგზავრი გააკრიტიკა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მომსახურე პერსონალს მისთვის სხვა გამოსავალი უნდა შეეთავაზებინა.
წყარო: Independent
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.