მედია – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კურსკი, კარგი ამბავი, იღებს იმას, რასაც იმსახურებს“, – აცხადებს ერმაკი.
კურსკის ოლქში შეტევითი მოქმედებების დაწყების შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის პრევენციის ცენტრიც იუწყება.