მედია – უკრაინამ ფრონტის ხაზიდან ამერიკული Abrams-ის ტანკები რუსული დრონების მიერ შექმნილი საფრთხის გამო გაიყვანა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის ხაზიდან ამერიკული Abrams M1A1-ის საბრძოლო ტანკები გაიყვანა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ომს დრონების გამოყენებით აწარმოებს და არსებობს ტანკების განადგურების საფრთხე, – ინფორმაციას მედია საშუალებები პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებენ, რომლის ვინაობას არ ასაჯაროებენ.
მისი განმარტებით, დრონების გამოყენება ნიშნავს, რომ „არ არსებობს ღია ადგილი, რომლითაც შესაძლებელია უბრალოდ გადაადგილება დაფიქსირების შიშის გარეშე“.
„ვიმუშავებთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან და სხვა პარტნიორებთან ადგილზე, რათა დავეხმაროთ მათ დაფიქრდნენ, როგორ გამოიყენონ ისინი ახლა, შეცვლილ გარემოში, სადაც ყველაფერი მაშინვე ჩანს“, – ციტირებს მედია პენტაგონის მაღალჩინოსანს.
შეგახსენებთ, ში Abrams-ის 31 ტანკის გაგზავნას დასთანხმდა. ხუთი ტანკი დაიკარგა რუსეთის თავდასხმების შედეგად განადგურდა.

ასევე დაგაინტერესებთ