მედია: ვინ არიან “გაგდებულები”? – რას გეგმავს “ოცნება” ღარიბაშვილზე (ვიდეო)

გაუშვებს თუ არა ციხეშე ” ქართული  ოცნება” ირაკლი ღარიბაშვილს და გრიგოლ ლილუაშვილს? – კობახიძის მიერ გუშინ გაკეთებული  განცხადებები დღის პოლიტიკრ ინტრიგად რჩება.

“ოცნების“ წევრებმა მხოლოდ იმედი გამოთქვეს,  რომ ის “კორუფციულ საქმიანოაბში ჩართული არ იქნებოდა”.

ს ოჯახთან დაახლოებული დეპუტატი, ეკა ჭიჭინაძე არ პასუხობს კითხვებს, რას აპირებენ ღარიბაშვილთან დაკავშირებით და იგეგმება, თუ არა მისი დაკავება.

ჭიჭინაძე ამბობს, რომ კომუნიკაცი არ ჰქონია და შესაბამისად, არ იცის მოსალოდნელია თუ არა ღარიბაშვილი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს.

საერთოდ არ მგონია, არ ვიცი, მე ხომ არ ვარ შს მინისტრი, გუნდის წევრი არ ვარ, მაგრამ ასეთი იფნროამციები ა რმაქვს, -ამბობს ის.

ბექა დავითულიანი კი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივი საკითხია, თუმცა, “არ ჰგონია, რომ ღარიბაშვილი რამეში იქნება გარეული“

სამართლებრივი საკითხია, მაგრამ არ მგონია ღარიბაშვილი რამეში იყოს გარეული. სამართლებრივ საკითხებზე, რაზედაც კანონს უწევს რეაგირება, ამაზე პოლიტიკური კონსულტაციები გამართული არ მინახავს. სამართლებრივი საკითხი თუა, პოლიტიკური კონსულტაცია რაში სჭირდება, – ამბობს იქ.

დავითულიანი არ ე.წ. გაგდებულებზე ფლობს ინფორმაციას და აცხადებს, რომ არ იცის, ვინ არიან ისინი.

ვინ იგულისხმება არ ვიცი, მე არ ვიცი, ვინ არის გაგდებული, ადამიანები, ვინც განცხადება დაწერეს, წავიდნენ და რა იგულისხმება გაგდებულებში, არ ვიცი, არაფერი არ ვიცი, – თქვა მან. 

“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა, “სპეკულაცია” უწოდა და არ უპასუხა კითხვას- დააკავებენ თუ არა მის წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მივა თუ არა გამოძიება ღარიბაშვილამდე, რადგან გავრცელებული ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძეს კითხვები სწორედ ექს პრემიერზე დაუსვეს, მ განაცხადა:

ეს არის ჩემთვის სპეკულაციური კითხვა, ამიტომ არ ვთვლი თავს ვალდებულად ამ კითხვას ვუპასუხო,” – განაცხადა მან.