ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, მემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაში 19 ათასი ადამიანი მონაწილეობდა

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, მემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაში 19 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას Tagesschau ავრცელებს.
ფრანკფურტში გამართული საპროტესტო აქციის ლოზუნგს „ფრანკფურტი მხარს უჭერს დემოკრატიას“ წარმოადგენდა.
ქალაქის პოლიციამ განაცხადა, რომ აქციაზე 19 ათასი ადამიანი შეიკრიბა, ხოლო თავად ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ აქციაში 25 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
აქციაზე შეკრებილ ხალხს ფრანკფურტის მერმა, მაიკ იოზეფმა მიმართა და განაცხადა, რომ ფრანკფურტისთვის ინტერნაციონალიზმი კეთილდღეობისა და სოციალური ერთობის საფუძველია.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები უკვე რამდენიმე კვირაა რაც იმართება. აქციების გამართვის მიზეზს, საგამოძიებო სტატიის გამოქვეყნება წარმოადგენდა, რომლის მიხედვით, გერმანული ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოლიტიკოსებმა და სხვა ულტრამემარჯვენე ორგანიზაციების წევრებმა 25 ნოემბერს პოტსდამში შეხვედრა გამართეს, სადაც ქვეყნიდან იმიგრანტული წარმოშობის ადამიანების მასობრივი დეპორტაციის იდეა განიხილეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.