მდინარაძე კობახიძეს: არ მინახავს შენზე უღალატო, პატიოსანი და სამშობლოს მოყვარული ადამიანი

თავს უფლებას მივცემ და ორნაირად მივმართავ ს – ერთი როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში იქნებოდა, თქვენობით, ყველა ეტიკეტის დაცვით ვეტყვი, რომ ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ პროფესიონალი და ამ სიტყვაში ყველაფერს მოვიაზრებ, იმ თვისებებს, რომლებიც პრემიერმინისტრობისთვის საჭიროა. უდავოდ იმსახურებთ ნდობას თქვენი წარსულიდან, აწმყოდან და თქვენი სავარაუდო, უდავო მომავლიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, თქვენ იქნებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიდერი […]
ახლა კიდევ უფრო გულწრფელი და ბუნებრივი რომ ვიყო, ირაკლი ს ამ შემთხვევაში, როგორც მეგობარს, თანამებრძოლს, ასე მივმართავ – ირაკლი, მე არ მინახავს და არ წარმომიდგენია შენზე უღალატო, მართალი, პატიოსანი, გულანთებული და სამშობლოს მოყვარული ადამიანი. შესაბამისად, ამ ბრძოლაში და ყველა ბრძოლაში, სადაც არ უნდა წახვიდე, ჩვენ, ყველანი მოგყვებით ბოლომდე!
ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, მ პარლამენტის სხდომაზე ირაკლი კობახიძეს მიმართა. ამ სიტყვებიდან რამდენიმე წუთში პარლამენტმა საქართველოს მთავრობას პრემიერმინისტრ კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა.