შამბა კობახიძის განცხადებაზე: საქართველოსთან კონფედერაციის განხილვას არ ვაპირებთ

ოკუპირებული ს დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი სერგეი შამბა ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც “აფხაზებთან და ოსებთან ერთად – საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი”.
რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-თან საუბრისას დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოსთან კონფედერაციის ან სხვა სახის თანამშრომლობის განხილვას არ აპირებენ.
“მათ 30 წელია ჩვენი დაბრუნება სურთ, კიდევ 300 წელი ენდომებათ, გასაგები ამბავია, ვის აკვირვებს ეს? მათი საგარეო პოლიტიკური ამოცანა ასეთია და ეს ჩვენთვის არანაირი სიახლე არ არის. აფხაზეთს თავისი ამოცანები აქვს, ესენია – დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენება, განვითარება და სახელმწიფოებრიობის გამყარება”, – თქვა მან.
ამასთან, შამბა ამბობს, რომ “აფხაზეთსა და საქართველოს შორის ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა”.
“როდესაც მოვა ამის დრო, მაშინ განვიხილავთ, ჯერ ჩვენ არ ვხედავთ ამის მზაობას, მაგრამ კონფედერაციის ან სხვა სახის თანამშრომლობის განხილვას ამ სახელმწიფოსთან არ ვაპირებთ […] ჩვენ ვუსურვებთ საქართველოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ისინი მიდიან თავიანთი გზით, ჩვენ მივდივართ ჩვენი გზით”, – დასძინა მან.
ირაკლი კობახიძის განცხადებას დღეს ს საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიორი კარასინიც გამოეხმაურა. კობახიძის ნათქვამს კარასინმა “ეშმაკის ნაკარნახევი უწოდა” და თქვა, რომ ახლა მთავარია მ რუსული კანონი მიიღოს, დანარჩენი კი, მისი თქმით, “მხოლოდ მსჯელობაა”.