წილოსანის თქმით, საერთოდ არაა სამხიარულო მისი ნათქვამი, რომ “ქვეყანას თავს შეაკლავს”

რუსულ კანონზე ხმის მიმცემი ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის თქმით, საერთოდ არაა სამხიარულო მისი ნათქვამი, რომ “ქვეყანას თავს შეაკლავს”.
წილოსანის განცხადებით, ამაზე სავსებით სერიოზულად ისაუბრა.
“ასეთ მხიარულ რეჟიმში ამ კითხვის დასმა, რომელზეც მე სერიოზულად ვისაუბრე, სრულიად არაადეკვატურია”, – უთხრა მან მთავარი არხის ჟურნალისტს.
კითხვას “ანუ აპირებს თუ არა თავის შეკვლას”, წილოსანმა აღარ უპასუხა.
დღეს, 27 მაისს წილოსანმა ომზე პროპაგანდისტული განცხადების კონტექსტში კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს უთხრა – “თქვენი და თქვენი უფროსისგან განსხვავებით, ქვეყანა რომ რისკის და ომის წინაშე დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს”.